|
2019-03-17 16:20:18, 1266 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა მდგომარეობამდე
ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ოპოზიცია მივიდა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, ხელისუფლების პოლიტიკის და დაუსჯელობის სინდრომის შედეგია. "პირველ რიგში მინდა ირაკლის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია. ეს არის მათი ტრაგედია და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სამწუხაროდ, მე არ მინდა ხელი გავიშვირო კონკრეტული ადამიანებისკენ, რადგან კონკრეტულ ბოროტებას, კონკრეტული ადამიანები ჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა მდგომარეობამდე, როცა საქართველოს პატივს არ სცემენ მისი მეგობრები, საქართველოსი არ ეშინიათ მის მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს პირველ რიგში. შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს, როცა მის შვილებს კლავენ, ხელისუფლება კი იმდენსაც არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ ნორმალურად მოაქციოს ის ადამიანები, ვინც ტრაგედია დაატეხა თავს ქვეყანას და ამ ოჯახებს. შეუძლებელია კავკასიაში ქვეყანამ იარსებოს თავმოყვარეობის და პატივისცემის გარეშე და ყველაზე ცუდი რაც დღეს ხდება არის ეს - ჩვენ დავემგვანეთ ქვეყანას, რომელსაც მეზობლები, პარტნიორები აღარ სცემენ პატივს და მტრებს მისი არ ეშინია. როცა ასეთი რაღაცეები ხდება, ქვეყნის მთავრობა მოვალეა დაიცვას მოსახლეობის და მოქალაქეების სიცოცხლე, საკუთრება, ოჯახის წევრები და ღირსება. დაიცვას პროპორციულად, სამართლიანად და ადეკვატურად. ხაზს ვუსვამ - თუ ამას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ადამიანებს გვიკლავენ, ხელისუფლება მოვალეა ყველაფერი გააკეთოს რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება, რაც არ უნდა მძიმედ, პროვოკაციულად და არაპოლიტკორექტულად უნდა ჟღერდეს ეს. თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს - ის უნდა წავიდეს. საქართველო ვერ იარსებებს კავკასიაში, ღირსებისა და პატივისცემის გარეშე. ეს საკითხი უკვე ამ ჭრილში განიხილება და ასე დგას ქვეყნის მოქალაქეების მიერ და სამწუხაროდ ასე არ დგას მისი ხელისუფლების მიერ", -განაცხადა უგულავამ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)