|
2019-03-15 15:25:03, 1741 ნახვა
საზოგადოება
დავით ქაცარავა: რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქის ბაღი დაიკავეს. ქაცარავა მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებს. „მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა მუშაობდა, შედიოდა თავსი ბაღებში - დღეს იქ უკვე რუსები არიან. სურათებიც კი არ გადააღებინეს ქალბატონს, რომ გადმოეგზავნა და ეჩვენებინა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მთელი მთავრობის შემადგენლობის, მთელი სამოქალაქო სექტორის აქ ჩამოსვლას იმიტომ, რომ რუსები გვართმევენ კიდევ მიწებს“, - განაცხადა ქაცარავამ. ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ახალი მავთხულხლართები გაავლეს და ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზა დაიკავეს. შეიარაღებული პირების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას გაავრცელებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)