|
2019-03-14 14:42:39, 1129 ნახვა
საზოგადოება
დედა ენის ბაღსა და 9 მარტის ბაღებს შორის, ხიდის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზაარბრიუკენის ხიდის, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მათივე ცნობით, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის „ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსები N20 და N23 ზაარბრიუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის ქუჩას დაუკავშირდებიან, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. სხვა ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ხიდის ქუჩიდან ჩაუხვევენ იუსტიციის სახლისკენ, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ავლენ პანდუსზე, საიდანაც ზაარბრიუკენის ხიდს დაუკავშირდებიან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)