|
2019-03-13 19:31:18, 1154 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: თუ კვარაცხელიას დაღუპვაში ოკუპანტების მხრიდან დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება
თუ ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვაში საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ ფარგლებში, გერმანელ კოლეგებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს. ეთნიკური ქართველები, ყოველდღიურად ხდებიან დევნის და ძალადობის მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკაშირებით, ბუნებრივია, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, სანამ არ გაირკვევა სიმართლე. ამაზე შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. თუ საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება. ჩვენი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული რეალური ბერკეტი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგომა და მათი მხრიდან ასეთ ფაქტებზე რეაგირებაა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
(NS)
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)