|
2019-03-12 20:06:07, 997 ნახვა
საზოგადოება
ტუნისის, პალესტინისა და ლიბიის დელეგაცია მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში ტუნისის, პალესტინის და ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის კონცეფციას გაეცნენ და სრული ინფორმაცია მიიღეს იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებითაც მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობს. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათთვის მომსახურების ისეთივე მაღალი სტანდარტით მიწოდება, როგორიც დიდ ქალაქებშია. მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრებში საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისი მიეწოდება, მაგალითად: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მათში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, რომ სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. ცენტრებში მოსახლეობას, ასევე, შეუძლია 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით სარგებლობა. დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით სულ 64 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. ტუნისის, პალესტინის და ლიბიის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში 9 მარტს ჩამოვიდნენ და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ. ისინი საქართველოს 13 მარტს დატოვებენ.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)