21:38 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 18:09:07, 1062 ნახვა

საზოგადოება
ნიშნიანიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 3 500 კვ.მ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოეწყო წყალარინების შიდა ქსელიც.

საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტისა და  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა გაბუნია და თამარ ტალიაშვილი გაეცნენ.

„ვასრულებთ კიდევ ერთ საგზაო პროექტს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოვაწყეთ. აღნიშნულ დასახლებაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგადად, დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ იმისთვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 170 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics