|
2019-03-12 14:37:56, 1257 ნახვა
პოლიტიკა
„არ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი წულუკიანის გარეშე“ - პრემიერი არ აკონკრეტებს რა საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა
საქართველოს პრემიერ-მინიტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საკითხი, რომელზეც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დისკუსია მიმდინარეობდა ამოწურულია. ამასთან, პრემიერმა არ დააკონკრეტა თუ რა საკითხთან დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. „მე არ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე. მინდა განვაცხადო,რომ თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას აქვს დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს. დიახ, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაც არის, რომ მოვახდინო საკითხის შეჯერებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. საკითხი არის შეჯერებული და ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. კითხვაზე - შესრულებულია თუ არა წულუკიანის ულტიმატუმი და ეხებოდა თუ არა საკითხი ციხეების მართვას, პრემიერმა ასე უპასუხა: "ულტიმატუმს აქ არავინ არ აყენებს".
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)