|
2019-03-12 11:07:22, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - თემა, რომელზეც წულუკიანი საუბრობს, შესაძლოა, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება
თემა, რომელზეც წულუკიანი საუბრობს, შესაძლოა იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სავარაუდოდ პოსტის დატოვების შესახებ პარლამენტი დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. „ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც საუბრობს, საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. თემასთან დაკავშირებით არაფერს მალავს, მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია. პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. ჩვენთან არის აზრთა სხვადასხვაობა, საკითხებზე დაპირისპირება. უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა რღვევა საკმაოდ მძიმეა“, - აღნიშნა ვოლსკიმ. ცნობისთვის, თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. „არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი“.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)