21:38 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 15:55:13, 1124 ნახვა

საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძე FAO-ს სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიის მე-17 რეგულარულ სესიას დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიის მე-17 რეგულარულ სესიას დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე, 2017 წლიდან, FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორია.

სესიაზე ყურადღება სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაში გენეტიკური რესურსების როლს, მათ ხელმისაწვდომობას, სარგებლიანობას და გენეტიკური რესურსების კვლევაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას დაეთმო. ძირითადი აქცენტები ევროპის მეთესლეობის პოლიტიკის მდგომარეობასა და ტენდენციებზე, სურსათისა და სოფლის მეურნეობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების  მეორე გლობალური გეგმის განხორციელებაზე გაკეთდა.

საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და  ex-situ კოლექციების შესახებ ინფორმაციას ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კატალოგისთვის (EURISCO) გააგზავნის.

აღსანიშნავია, რომ საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათისა და სოფლის მეურნეობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მთავრობათაშორისი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა. ასევე, აღიდგინა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრობა, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე წლიდან პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღოს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics