21:38 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 13:41:59, 1199 ნახვა

საზოგადოება
ბაგებში, უჩანეიშვილის პირველ გასასვლელში 2 440 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდა

ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა.

სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნულ გზას სასაფლაომდე მისასვლელად იყენებს, განახლებული გზით ისარგებლებს.

საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 110 000 ლარზე მეტია.

„ბაგების სასაფლაომდე მისასვლელი გზა დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ჩვენ მოვამზადეთ პროექტი და ამ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები შევასრულეთ. გარდა ამისა, გზის განახლება უკვე 11 მისამართზე დასრულდა. აქტიურ რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში, დამატებით, რვა ობიექტის მოწესრიგებას დავიწყებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

დასრულებული და დაგეგმილი პროექტების გარდა, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics