|
2019-03-08 13:39:47, 1510 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: დღეს რა კამათიც მიდის საზოგადოებაში, ეს არ არის „თი-ბი-სი ბანკის“ საქმე
„თი-ბი-სი“ ბანკს ნუ გავაიგივებთ დღეს მიმდინარე კონკრეტულ დავასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანიას "კავკასიის" ეთერში განაცხადა. თალაკვაძის მტკიცებით, ანაკლიის პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არანაირის კითხვის ნიშანი არ დაესმის. „დღევანდელი მოცემულობით „თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებული საკითხი -ეს არის საკითხი, რომელიც კერძო ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობს, ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, „თი-ბი-სი“ ბანკს გადახდილი აქვს კონკრეტული საჯარიმო სანქცია და ეს თემა პრაქტიკულად ამოწურულია საკანონმდებლო დონეზე. შესაბამისად, რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რა კამათიც მიდის საზოგადოებაში, ეს არ არის „თი-ბი-სი ბანკის“ საქმე, დღეს „თი-ბი-სი ბანკმა“ გააკეთა განცხადება და მე ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ ბანკზე ასე ხელაღებით საუბარი და ბანკის სახელის გამოყენებას მიმდინარე დისკუსიაში ყველა მხარემ თავი დაანებოს, ამით შესაძლოა ბანკი დაზიანდესო. ეს ყველას ეხებოდა, მარტო ერთ მხარეს არა. ამიტომ „თი-ბი-სი“ ბანკს ნუ გავაიგივებთ დღეს მიმდინარე კონკრეტულ დავასთან. გადავიდეთ მეორე საქმეზე, ეს არის ორი ბანკირი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათთან დაკავშირებული საქმე, რომელზეც არის კითხვის ნიშნები. გავყვეთ ამ საქმის მოცემულობას. ეს საქმე ამ მომენტისთვის შედგება ორი ნაწილისგან - ერთი, ეს არის ფაქტობრივი გარემოებები, ანუ, ამ დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებული შეკითხვები, გამოძიება და კითხვები, რომელიც ამის კანონიერებას უკავშირდება და მეორე, ამბები, რომელიც ამ საქმის გარშემო არის შექმნილი. ამის აღრევა არის წარმოუდგენლად დაუშვებელი. მე ჩამოგითვლით მაგალითებს რა ამბებია. პირველი ამბავი იყო რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესი ამ ბანკის მიმართო - დღეს ეს კითხვა აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ორ დღეში გაირკვა. ამ ამბის ამოწურვის შემდეგ შეიქმნა მეორე ამბავი, რომ „ამათ უნდათ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვა, მისი შეჩერება“ - როგორც კი საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს აქვს არანაკლებ, თუ მეტი არა გაკეთებული, ვიდრე კერძო კომპანიებს და იმ ბიზნესჯგუფს, აქვს დახარჯული კონკრეტული ფინანსები და ხელშესახები, აქვს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთებული, - ეს თემაც ამოიწურა. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ანაკლიის პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არანაირის კითხვის ნიშანი არ დაესმის, ანაკლიის პროექტი არის ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს მხრიდან მას ამ მომენტშიც და მომავალშიც აქვს და ექნება მხარდაჭერა. არანაირის საფრთხე ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არ ემუქრება. ეს როგორც კი გაირკვა, მერე გამოჩნდა კიდევ ახალი ამბავი, თითქოს მთავრობის წარმომადგენელმა მუქარის წერილი ე.წ წერილი გაუგზავნა ბანკირებს. ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ და შევქმენით იმის პირობა პარლამენტში რომ ღია საუბრის საშუალება ჰქონოდათ ბანკირებს და ეს ფორმატი შედგა“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
(NS)
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)