|
2019-03-08 10:51:50, 1281 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ქუჩები, რომელთა მოასფალტება ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მოვაწესრიგოთ, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩები, რომელთა მოასფალტება, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ,- ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლდანის რაიონში, გიორგი ბაბილოძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვდა. გლდანის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე ამ ეტაპზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, ასფალტის საფარის დაგება კი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. „სადაც გვაქვს ისეთი ქუჩები, რომ ვერ ვახერხებთ მოასფალტებას გარკვეული პრობლემების გამო, რომ მაგალითად, GWP ვერ შედის და ყველაფერს ერთად ვერ წვდება, ასეთ ქუჩები მოვაწესრიგოთ ისე, რომ ადამიანებს ელემენტარულად გადაადგილება შეეძლოთ. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებელია მოასფალტება, რადგან ხვალ-ზეგ, შესაძლოა, ისევ გადათხრა მოგვიწიოს, მაგრამ ისეთ დონეზე მივიყვანოთ და ისე მოვაწესრიგოთ, რომ ადამიანებს ტალახიან გზაზე აღარ უწევდეთ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ თუ გზის მოასფალტება ამ ეტაპზე არ ხერხდება, მოიხრეშოს მაინც. როგორც მერმა აღნიშნა, თუ გამგეობა ამ სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს, შეუძლია, დახმარებისთვის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს მიმართოს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)