|
2019-03-07 17:32:33, 1364 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: საქართველოში ბიოპროდუქტების მწარმოებლების ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება
ბიოწარმოების მხარდაჭერისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოში ბიოპროდუქტების მწარმოებლების ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება, - ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა. „ბიოწარმოების ხელშეწყობა არის მწვანე ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში. ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ ბიოწარმოების განვითარება შეძლონ. ჩვენ დავეხმარებით როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე, რომ მოხდეს ბიოწარმოებაზე გადასვლა. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია: 5 წლის განმავლობაში ბიოპროდუქციის წარმოების ფართობების ზრდა 5,000 ჰა-მდე, 2000-მდე ბიომეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, არსებული და ახალი ბიომეურნეობების სერტიფიცირების ხელშეწყობა, ბიოპროდუქციის ცნობადობისა და პოპულარიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, ბიომწარმოებელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება, კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება ბიო-წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)