|
2019-03-07 14:59:13, 1354 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოში 86,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
2019 წლის რთველის პერიოდში მევენახეობის ადგილწარმოშობის ორ ზონაში „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ფერმერებს ყურძნის რეალიზაცია შეეძლებათ მხოლოდ ვენახების კადასტრის პროგრამის საფუძველზე, - ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა. „2019 წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში - „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ყურძნის ჩაბარება, აღრიცხვა და გადამუშავება მოხდება ფერმერის კადასტრის ელექტრონული სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ და არსებული ტრადიცია, სოფლის გამგებლების მიერ ცნობების გაცემა ამ ზონებში აღარ იქნება საჭირო. ანალოგიური სისტემა მუშაობს ევროპის ქვეყნებში და ეს სიახლე კიდევ უფრო აამაღლებს ქართული ღვინის საიმედოობასა და რეპუტაციას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი განცხადებით, მეღვინეობის დარგში წარმატებულად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის ხარისხის კონტროლის ახალი სისტემების დანერგვის მიმართულებით, ასევე წარმატებით ხორციელდება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების სტრატეგია, რაც ასახულია ექსპორტის მზარდ მაჩვენებლებზე. 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ, 2017 წელთან შედარებით, 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ და ტრადიციულ ბაზრებზე, ევროპისა და აზიის მიმართულებით;
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)