|
2019-03-07 14:18:40, 1423 ნახვა
პოლიტიკა
კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას
"კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას",- ამის შესახებ , კვიპროსის რესპუბლიკის მმართველი პარტიის DISY (Democratic Rally) პრეზიდენტმა, ავეროფ ნეოფიტუმ საქართველოს ელჩთან, რევაზ ლომინაძეთსან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კვიპროსის ურთიერთობათა დინამიური განვითარების პროგრესი. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე; მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ეფექტიანი შესრულებისთვის, ხელშესახები თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და კვიპროსის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა, რომ 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი შესრულდა და ამ კონტექსტში საქართველოს განსაკუთრებულ მიღწევებს გაესვა ხაზი. შეხვედრაზე ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვიპროსის რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)