|
2019-03-06 20:58:50, 1625 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - მამუკა ხაზარაძეს აქვს მოლოდინი, რომ წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდი იქნება
„ლონდონში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დოკუმენტზე რაიმე სახის ანაბეჭდი და ეს დაფიქსირდეს“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ წერილზე ანაბეჭდი აღმოჩნდება, პირის იდენტიფიცირება გამოძიება უნდა მოახდინოს. „თუ აღმოჩნდა ეს ანაბეჭდები, გადავცემთ გამოძიებას და გამოძიებამ მოახდინოს, ვისი ანაბეჭდი არსებობს, იმის იდენტიფიცირება. არსებობს ბაზა, არსებობს ბიომეტრიული პასპორტები, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს დატოვებული ჩვენი ანაბეჭდები. მერე მას შეეძლება, შეადაროს და მოახდინოს იდენტიფიკაცია. ლონდონი ვერ დაადგენს ვისი ანაბეჭდია. ის თუ აღმოაჩინა ანაბეჭდი, მხოლოდ მოახდენს მის ფიქსაციას,“- განაცხადა ზვიად კორძაძემ. ადვოკატის თქმით, ხაზარაძეს მოლოდინი აქვს, რომ წერილზე შს მინისტრ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი და დნმ-ი დაფიქსირდება. „მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამის მოლოდინი იმიტომ, რომ მას მოუვიდა ეს წერილი, დანარჩენი გამოძიების საქმეა. შუამავალი არ სახელდება, სახელი და გვარი, თორემ მამუკას განცხადებით, შუამავალი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კაბინეტში და მოვიდა მასთან. ეს არ იყო ორი დღის მერე მოსული შუამავალი. ასეთი ტიპის ჩვენება იქნა მიცემული“, - განაცხადა კორძაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)