|
2019-03-06 12:15:27, 1534 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: ენმ-ს წევრები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის ისურვებდა რომ ენმ-ს წევრები პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დასწრებოდნენ. მისივე განცხადებით, დღეს საუბარი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის როლის გაძლიერებასაც შეეხება. ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი, ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ არ იღებენ მონაწილეობას დღეს. ვისურვებდი, მოსულიყვნენ, დასწრებოდნენ გამოსვლას. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა. სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)