|
2019-03-06 11:18:51, 1477 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ბოტსვანას დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა და უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები გააცნო. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა დელეგაციის წევრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. დელეგაციის შემადგენლობაში ბოტსვანას რესპუბლიკის რეფორმების, სტრატეგიული დაგეგმარების, ეროვნული შემოსავლების, მრეწველობის, კომუნიკაციებისა და სხვა მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)