|
2019-03-05 23:06:11, 1457 ნახვა
საზოგადოება
გლდანში CO-თი ერთი ადამიანი გარდაიცვალა
წუხელ გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარების შედეგად, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი CO-თი გარდაიცვალა, მეორე კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს კორპუსის სავენტილაციო არხზე ჰქონდა მიერთებული, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია წვის კამერიანი დანადგარი ჩაჭრეს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს! სასწრაფოდ ჩახსენით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების უსაფრთხოებას. სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)