|
2019-03-05 15:47:48, 1625 ნახვა
პოლიტიკა
„ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ“ - ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ენმ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტში მოხსენებით წარსდგება. პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი მოხსენებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)