|
2019-03-05 13:41:25, 1505 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა „ოცნებას“ - გარწმუნებთ ივანიშვილის ცელი თქვენც მოგდგებათ
საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ბიძიანა ივანიშვილის შიშით „თიბისი“-ზე, სარალიძეზე, მაჩალიკაშვილზე და „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“ ხმას ვერ იღებს. ბოკუჩავამ „ოცნების“ წევრებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. „იმის გამო, რომ გუშინ „თიბისი“-ს მოსმენა მიმდინარეობდა საგარეო კომიტეტს ვერ დავეწარი, თუმცა სიახლე არაფერი ითქვა და სწორედ ამიტომ ითხოვდა ოპოზიცია გუშინდელი სხდომა ღია ფორმატში ჩატარებულიყო, და თქვენი მოწოდებები ქალბატონო სოფო ოპოზიციის მიმართ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ არ შეესამაბმება დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და ძალიან ემსგავსებით ბატონ გიორგი გახარიას, როდესაც საუბრობთ პოლიტიკურ სპექტაკლებზე და ცეკვებზე, მე არ გირჩევდით ასეთ ოდიოზურ ფიგურას დამსგავსებოდით. რაც შეეხება თავად გახარიას არა მხოლოდ ოდიოზურ ფიგურად იქცა მისი ბოლო განცახადებებით და გუშინდელი სკანდალური განცხადების შემდეგ, არამედ ეს ადამიანი ამხილეს სერიოზულ დანაშაულში, არ შეიძლება ჩვენ ქვეყანას მართავდეს და მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი. ვისი ზურგით დაწერა ეს მუქარის წერილი? საკუთარი ზურგით და იმედით დაწერა? როდესაც მან დააშანტაჟა რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა, ეს დაწერა ივანიშვილის ზურგით, ის იყო უბრალოდ შიკრიკი. ივანიშვილის შიშით „თიბისი“-ზე, სარალიძეზე, მაჩალიკაშვილზე და „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“ ხმას ვერ იღებთ, თუმცა ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ. მინიმალური ფუნქცია შეასრულოთ და მხარი დაუჭიროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენ მიერ მოთხოვნილ მაჩალიკაშვილის საქმეზე და ოპოზიციის მოთხოვნილ „თიბისი“-ს საქმეზე. გადადეთ თქვენი შიშები და მორჩილება ივანიშვილისადმი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)