|
2015-06-19 15:27:18, 461 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო დონის ექსპერტები ვერეს პრობლემურ ხეობას შეისწავლიან
„ჩვენ ვიწყებთ მსოფლიო დონის ექსპერტების ჩართულობით ერთობლივ მუშაობას, ვერეს რთულ და პრობლემურ ხეობაში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერეს ხეობის დაგეგმარების პირველ სახელმწიფო კომისიის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი მთავარი მიზნებია ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის სრული შესწავლა დავიწყოთ. შემდგომ კი აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა და მისი ორგანიზება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, ჩამოყალიდბეს გლობალური ხედვა და ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ყველა სამუშაო ამ ხეობაში. პრეცენდენტი უნდა შეიქმნას, რომ საზოგადოებისთვის, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართოს დისკუსია. ეს უნდა იყოს ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე, რომ ყველა სპეციალისტს შეეძლოს ჩართულობა ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეს საშუალება ყველა ალტერნატიულ აზრს მოვუსმინოთ და შემდეგ მივიღოთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომისიის პირველ სხდომაზე შეკრებილ ქართველ ექსპერტებსა და სპეციალისტებს. "გიორგი გოცირიძე, გია აბულაძე, გიგა ბატიაშვილი, ლადო ვარდოსანიძე, ირაკლი მასხარაშვილი, რომელმაც “მზიური“ დააპროექტა, ტატო ბერიძე - ნაპირდაცვის სპეციალისტი, ნიკო კახეთელიძე, თამაზ შილაკაძე, რომელიც ახალი გზის პროექტის ავტორია, ტარიელ ტალიაშვილი, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, არქიტექტორთა კავშირი - დავით აბულაძე; წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი - გივი გავარდაშვილი, მენაშენეთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი როსტომაშვილი, ჰიდროლოგი - ბადრი უკლება, გეოლოგები ჭიჭიკო ჯანელიძე და მერაბ გაფრინდაშვილი, თბილისის არქიტექტურის სპეციალისტი - ნინო ღოღობერიძე და სხვები",-აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ვერეს ხეობის დაგეგმარების პირველი სახელმწიფო კომისიის სხდომას მართავს.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)