|
2019-03-04 19:18:33, 1385 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ივანიშვილთან მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები გავიარეთ
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებ განუცხადა, საუბრის მთავარი თემა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები იყო. მისი თქმით რამდენიმე დღეში გაიმართება პრეზენტაციაც თუ როგორ მოხდება მოსამართლეთა შერჩევა. „მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს იყო საუბარი ერთადერთ რამეზე. დეტალურად გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. პროცედურები ამ პროცესში ჩართულები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი, რაც ამ ჯგუფში დამუშავდა და უახლოეს დღეებში თქვენ იხილავთ პრეზიენტაციას მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)