|
2019-03-04 17:25:12, 1732 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ეს იყო პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - ვიდეო
"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით, იმუნიტეტის მოპოვების - ამის შესახებ შინაგან საქმეთა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველას მოუწევს, პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე ასევე სიტყვებზე. "მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ბიზნესში პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საჯარო პოლიტიკაში უნდა გაქრეს. მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - სხვა ყველაფერი არის ტყუილი. რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ და ამ შემთხვევაშიც დიდი სიამოვნებით მივალ". - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო. ამის შესახებ ხაზარაძემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)