|
2019-03-01 12:08:46, 1297 ნახვა
საზოგადოება
ინსპექტორი - ცესკო-ს სიას ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები აქტიურად იყენებენ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების (ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ) სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინსპექტორის აპარატის ცნობით, აღნიშნულ ბაზას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები. „მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ: „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე. ცესკოს ვებგვერდზე - voters.cec.gov.ge, პირადი ნომრისა და გვარის მითითების და ე.წ. „მე არ ვარ რობოტი reCAPTCHA“ უსაფრთხოების ველის მონიშვნის შემდეგ დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ხდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი და მისამართი. ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მითითებული უსაფრთხოების მექანიზმი შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისგან სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ანგარიშში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)