|
2019-02-28 16:02:03, 1318 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - კარასინი აბაშიძეს „წკიპურტს ურტყავს“ - ეს ფორმატი მავნებლობაა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განმარტებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი არის მავნებლობა და საფრთხეების შემცველი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. როგორც უგულავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული ფორმატი ბიძინა ივანიშვილს პირადი ინტერესებისთვის სჭირდება. „დღიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მავნებლობა. „ქართული ოცნება“ ცდილობდა ეს ჭუკჭუკად შეეფასებინა - რა მოხდა ახლა, არაფორმალური ხასიათი აქვს და ამბებს ვიგებთ... სინამდვილეში ეს არის მავნებლობა. იმიტომ, რომ ვართ ერთი-ერთზე რუსეთთან. რაზე საუბრობენ არ ვიცით არა თუ ჩვენ და საზოგადოებამ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი. უკვე მესამე, მეოთხე შეხვედრაა, ესე აბუჩად, „წკიპურტს ურტყავს“ ეს კარასინი აბაშიძეს და სულ ესეთ უხერხულ მდგომარეობებში აყენებს და მეოთხე ფაქტია, რომ არაფორმალურად ივანიშვილი ამ არხის საშუალებით რაღაცას ვაჭრობს და სანამ ბოლოში კრასნოდარში არ აღმოვჩნდებით, ვერ აღმოვაჩენთ, რომ იქ რაღაცეები მიდის. ეს ფორმატი არის გაუმჭირვალე, დახურული და უკვე საფრთხეების შემცველი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)