|
2019-02-28 14:14:02, 1288 ნახვა
პოლიტიკა
„პუტინის მმართველობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს
"პუტინის მმართველობისას რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და შეტევა განახორციელა სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიულ სისტემებზე, მათ შორის, ჩაერია ჩვენს არჩევნებში", - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაქკოლმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. როგორც მაქკოლმა აღნიშნა, ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერს. "რუსეთის აგრესიის მნიშვნელოვანი შემაკავებელი - ძლიერი ნატოა. აშშ-ის პრეზიდენტის წყალობით ჩვენი მოკავშირეები იწყებენ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას. ეს ცუდი ამბავია ვლადიმერ პუტინისთვის და დიდი პოლიტიკური მიღწევაა დასავლეთისათვის", - განაცხადა მაიკლ მაქკოლმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომიტეტმა მოისმინა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაითის მოხსენება, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შუალედური შეფასება წარმოადგინა და ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ახალი ტექნოლოგიების როლზე. საფრთხეებზე საუბრისას, ოლბრაითმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ სახელმწიფოებს. მან ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერების მნიშვნელობას. ოლბრაითმა ყურადღება გაამახვილა კონგრესის უმნიშვნელოვანეს როლზე განვითარებისა და დემოკრატიის სფეროში პროგრამების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფის სფეროში და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობითი ფუნქციის განსახორციელებლად კონგრესს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)