|
2019-02-28 13:18:45, 1176 ნახვა
საზოგადოება
ჟორჟოლიანი - უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი ამოიწურა, დარჩენილია ტექნიკური გაყრა
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მათი უმრავლესობაში ყოფნის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. როგორც ჟორჯოლიანმა განმარტა, "სოციალ-დემოკრატები" უმრავლესობას უახლოეს პერიოდში დატოვებენ და მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაა დარჩენილი. “უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი თანდათან იწურება. ვფიქრობ, რომ ამოიწურა ტაქტიკურად და დროის ამბავია როდის გაფორმდება ეს ამბავი და ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის უფრო მალე. შეიძლება კვირის ან კვირების ან დღეების", - განაცხადა ჟორჯოლიანმა. დეპუტატის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც მათ იდეებს გაითვალისწინებს გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსი”. "ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ რეპრესიებსა და ავტორიტარიზმს მიუღებლად მივიჩნევთ და ამ საკითხში სხვებთან ერთად ვართ, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ მოვითხოვთ რევოლუციურ ცვლილებებს, რასაც მიგვაჩნია, რომ ხალხი მხარს უჭერს. ამიტომ უმრავლესობაში მსჯელობისა და დისკუსიის რესურსი ამოწურულია და გვინდა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რამაც 2020 წელს უნდა უზრუნველყოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის მზად იქნება”, - აღნიშნა მან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)