|
2019-02-28 12:00:03, 1099 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 20 ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. „თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის. 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია. აქედან 60 ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები უკვე გადაეცა. დაახლოებით, 123 ფართი კი მშენებლობის პროცესშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს უკვე დასრულებული ბინები გადაეცემა. „დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართები 20 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს გადავცემთ უკვე დასრულებულ ბინებს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულდეს და დაზარალებული ოჯახები ფართებით დაკმაყოფილდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, გარდა ამისა, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ რამდენიმე ადგილზე - დიდი დიღმის IV მიკრორაიონში; დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე; არჩილ მეფისა და პეტრე იბერის ქუჩებზე. „იმედი გვაქვს, რომ ინტერესთა გამოხატვა აქაც წარმატებით დასრულდება და შეირჩევა კომპანიები, რომლებიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს ფართებით დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)