|
2019-03-01 09:19:56, 1267 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლებზე ავტომობილების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემა დაიწყო
ტაქსის მძღოლებზე ავტომობილების გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლების ნაწილმა, ვისაც ლიცენზია გააჩნია და ვაუჩერი ეკუთვნის, შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღო და ეს პროცესი გაგრძელდება. „თქვენ იცით, რომ მარტიდან იწყება ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს არის მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა: ერთი ვაუჩერი არის მანქანის გადაღებვის და მეორე ეს არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. იმ ტაქსის მძღოლებს, ვისაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება უკვე მიუვიდათ SMS-ები და ეს პროცესი გრძელდება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ყველას დაეგზავნება შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერის მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge შესაძლებელი იქნება ნებისმიერი პირისთვის, შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია. ასე რომ, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)