|
2019-02-27 18:14:34, 1530 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: მინდა ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გავაფრთხილო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება მიუხედავად არსებული სირთულეებისა უნდა გაგრძელდეს. „ძალიან ფართო დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა გამოგვდის და გამოგვდის ბევრი რამ. ვისაუბრებთ სირთულეებზეც, რომლებიც, კვლავინდებურად, პოლიტიკურ სფეროს უკავშირდება. ძალიან ბევრი გზავნილი მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი დადიან იქამდე, რაც ვთქვი. ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა კარასინმა. აღსანიშნავია, რომ რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.
ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)