|
2019-02-27 15:55:28, 1457 ნახვა
პოლიტიკა
რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ TBC-ს გარშემო განვითარებულმა პროცესებმა ლარის კურსზე გავლენა იქონია
„გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ასე პირდაპირ დიაგნოზს ვერ დავსვამდი“, - ასე უპასუხა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტის შეკითხვას, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაუფასურებაზე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ შემთხვევაშიც ისრები ეროვნული ბანკისკენ არის მიმართული. „ეს არის გამოძახილი იმ მუდმივი პრობლემების და რა მყისიერად აშვებული შეცდომის. თუ ის გაიზრდება და მივადგებით 20-25-პუნქტიან სხვაობას, ცხადია, მერე უკვე სხვა სიღრმისეული ანალიზი გვმართებს. ამ შემთხვევაშიც ისრები ეროვნული ბანკისკენ, მაგრამ ჯერ არ მომხდარა ისეთი რამ, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთოს. მაგრამ გონივრულობას თუ გაცდება ეს პუნქტები, ცხადია, მერე შეკითხვები ეროვნულ ბანკს", - განაცხადა კაკულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)