|
2019-02-27 15:31:07, 1274 ნახვა
პოლიტიკა
„დადგა დრო თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია“ - ჭიჭინაძე ბესელიას ფრაქციაში არ შევა
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში არ შევა, - ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ის არავის ფრაქციაში ყოფნას არ აპირებს, რადგან არ უნდა, რომ ტექნიკური მხარდამჭერი იყოს. ამასთან, ჭიჭინაძე ცალკე პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს. „მე ალბათ დაველოდები გარიცხულ დეპუტატებს და იმათთან უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა ვიდრე გამოსულებთან. მე დღეს არავის ფრაქციაში არ ვაპირებ ყოფნას, გამოვდივარ „პატრიოტთა ალიანსიდან“. ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანიზაცია. მე უნდა ვიცოდე პოლიტიკური შეხედულებები, ვინ იქნებიან ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. მე საერთოდ ვთვლი, რომ დრო დადგა მე თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია. მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას . ძირითადი დასაყრდენი ბაზა არის ის ვინც ჩემსავით იმედგაცრუებულები არიან. 2012 წელს მოსულები. ისინი არიან დასაყრდენები“, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)