|
2019-02-27 12:15:19, 991 ნახვა
საზოგადოება
15 წლის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანია გასული
2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანია გასული, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ ილიაუნის "ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ქვეყნიდან გასული მოსახლეობის დაახლოებით 20% უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს ფლობს, მაღალი ადამიანური რესურსით ხასიათდება, არის შრომისუნარიანი და შეეძლო ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში საკუთარი წვლილი შეეტანა. "ემიგრაციის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება, ემიგრაციას თან ახლავს კვალიფიციური კადრების გადინება, რაც ქვეყნის მწარმოებლობას ამცირებს და კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გარდა განათლების მიღწეული დონისა, მნიშვნელოვანია ასევე ემიგრანტთა ასაკი, რამდენადაც ასაკი განაპირობებს მომუშავის ფიზიკურ სიძლიერეს, ცოდნის მიღების პოტენციალს და ბაზრისთვის ახალი სამუშაო ძალის მიწოდების (შობადობის) უნარს. საქსტატის მონაცემების თანახმად, ემიგრანტთა საშუალოდ 66% 40 წლამდე ასაკისაა. კაც ემიგრანტთა საშუალოდ 80%, ხოლო ქალ ემიგრანტთა საშუალოდ 68% იმყოფება 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, რაც საკმაოდ მაღალიუი მაჩვენებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნიდან გადის შრომიუნარიანი და რესპორდუქციული მუშახელი. სამუშაო ძალის შემცირების დინამიკა, გამოწვეული შობადობის დაბალი მაჩვენებლი, დაბერების გაზრდილი წილითა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით, მწვავე პრობლემაა ქვეყნისთვის. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში. ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. შემცირებული შობადობა და გაზრდილი მიგრაციის მაჩვენებელი, კიდევ უფრო ამწვავებს დაბერების მაჩვენებელს, რამდენადაც, იწვევს ისედაც შემცირებულ სამუშაო ძალაში, 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილის ზრდას. ყოველივე ერთად აღებული კი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემტხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მმწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე", - ნათქვამია კვლევაში. კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე; ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე; წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება; გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)