|
2019-02-26 19:37:14, 1216 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ზარდიაშვილზე - ენმ-ს „ხელი ბიჭი“ იყო და ასეთად დარჩა, შეიძლება მხოლოდ დავცინო
ზარდიაშვილი ენმ-ს „ხელი ბიჭი“ იყო და ასეთად დარჩა, შეიძლება, მხოლოდ დავცინო, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვანო ზარდიაშვილის მთავარი მოვალეობა პარლამენტსა და მოსამართლეებს შორის „შპარგაკლების“ მიტან-მოტანაა. „ტრაგიკომიკურია, რომ „ქართული ოცნების“ სახელით ადეიშვილის ხელის ბიჭი - ზარდიაშვილი ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პარტიას, რომელიც არ არის ჩემთვის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ, „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი, არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც უნდა ვუპასუხო. ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ხელის ბიჭი“, დღეს არის მათი ნარჩენების „ხელის ბიჭი“. მათი დავალებების შემსრულებელი ადამიანი, მე შეიძლება, ამაზე მხოლოდ დავცინო. არ მიყვარს, მაგრამ ეს არის ჩემი რეაქცია და ვუთხრა, რომ ადამიანი, რომელიც არის დაკავებული იმით, რომ „შპარგალკები" მიიტან-მოიტანოს პარლამენტსა და მოსამართლეებს შორის, მერე იმ სურვილებზე რომ უარს ვეუბნებოდი, კარისკენ მივუთითებდი, მერე გულდაწყვეტილი საწყალი თვალებით ისევ რომ თავის პატრონებთან გაიქცეოდა, იმის პატრონები არიან ჩინჩალაძე და ვისთანაც მეგობრობს. მათი სურვილების გამხმოვანებელი იყო, ადამიანი ოცნებობდა, რომ პარლამენტში საბუღალტრო წიგნი შეექმნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)