11:00 - 25 Jul, 2026
|
2019-02-26 17:35:45, 1264 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა გვენეტაძეს - ყველაზე სამარცხვინო ხართ სამარცხვინოთა შორის
„კობა გვენეტაძე - ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს facebook-ის საკუთარი გვერდიდან მიმართა. უგულავა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „კობა გვენეტაძე, ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის. პ.ს. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით (ზუსტად ვიცი რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერცერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის „სურნელს“ და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ“, - წერს გიგი უგულავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)