11:01 - 25 Jul, 2026
|
2019-02-26 11:58:11, 1159 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე ის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს
"ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აბასიძე-კარასინის ფორმატი ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განსახილველად შეიქმნა. „უკვე რამდენიმე წელია, რაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, რატომაც შეიქმნა ეს ფორმატი. მას ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება ჰქონდა იმ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებთან ერთად, რომელიც არსებობს. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)