|
2019-02-25 18:14:58, 1418 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის დეტალებს ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ. ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)