11:00 - 25 Jul, 2026
|
2019-02-25 16:37:35, 1388 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარტიის პიარკონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ შუშუს სასახლეში მიმდინარე შეხვედრას რეჟისორი გოგა ხაინდრავაც ესწრება. შეხვედრის მონაწილეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საუბარი სავარაუდოდ გუნდში შექმნილ ვითარებას შეეხება, რის გამოც პარტია უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)