|
2019-02-25 13:00:22, 1243 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული
„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის განმარტებით, რამდენიმე დეპუტატის გუნდიდად წასვლით მმართველ პარტიას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. „ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალნი არიან გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი დეპუტატები არიან საქართველოს პარლამენტის, უმრავლესობა ამით არ დაშლილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის მიღებული, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის კუთხით, რაიმე სახის პრობლემა შეიქმნება, ეს არ ქმნის მთლიან პრობლემას უმრავლესობისთვის. ხოლო ცალკეული დეპუტატების გადაწყვეტილება, ეს ცხადია, მათი გადაწყვეტილებაა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მათი პოლიტიკური მომავალია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)