|
2019-02-25 12:11:11, 860 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: ჩემი დარჩენა „ქართულ ოცნებაში“ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა
დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისი "ქართულ ოცნებაში" დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა. ფოფხაძემ გუნდიდად წასვლის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ გუნდის წევრებთან ფასეულობები თანხვედრაში აღარ იყო. "აქამდეც მქონდა იმის განცდა რომ ჩემი რესურსი "ქართულ ოცნებაში" იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მგონია რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები "ქართულ ოცნებაში". არის ორი საკითხის თანხვედრა, რომლის პირობებშიც იქ იყო სადაც ხარ უკვე არის შეუძლებელი. ერთი თუ შენ არსებითად იდეოლოგების დონეზე, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება-არ გაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც ხარ. და მეორე, შენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვები მაგრამ გქონდეს ამ ხედვების გამოხატვის საშუალება იქ სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს. პირველი მე კიდევ სემეძლო დამეძლია, იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მექნებოდა შესაძლებელი, რომ ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე ვის წინაშეც მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმ შესაძლებლობას სადაც გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა საუბრობ იმაზე რასაც ფიქრობ უნდა წახვიდე", - განაცხადა ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)