|
2019-02-23 12:12:05, 1367 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე დეპუტატების გუნდიდად წასვლაზე: ეს პოლიტიკური შეცდომა იყო
"ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდიანარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიერ მომზადებული ინიციატივა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას შეეხებოდა ანტიკონსტიტუციური იყო. მანვე დასძინა, რომ ასეთი კანონისთვის პარლამენტს მხარი არ უნდა დაეჭირა. „ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, არის ძალიან სამწუხარო. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოცემულობასთან საქმე, ერთ-ერთი მაგალითია თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანი, მათი გადასაწყვეტია. მე პირადად მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არ უნდა მივცეთ არცერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)