|
2019-02-23 12:19:41, 976 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება
„ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მზად არიან რეზოლუციასთან დაკავშირებით იმსჯელონ. „ამ რეზოლუციის ზოგად პათოსს და არამხოლოდ პათოსს, ზოგად შინაარსს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ჩვენ ყველა ვართ იმ აზრზე, რომ 2004-2012 წლებში იყო ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი - დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით. შეუძლებელი იყო მისი მხარდაჭერა. ჩვენ ვეთანხებით ამ შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება და გაფორმება. მზად ვართ ამაზე მსჯელობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს "სააკაშვილ-ბოკერიას" მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)