|
2019-02-22 18:02:47, 1067 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ ლექცია თემაზე „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ წაიკითხა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ლექცია თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ გაიმართა. ლექცია ძირითად თემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ წაიკითხა. მოხსენებაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე. ლექციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ლექციის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)