|
2019-02-22 15:54:17, 1251 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა. "6 თვის წინ დავასრულე ამ კანონპროექტზე მუშაობა, რამდენჯერმე ვთხოვე უმრავლესობას, რომ იქნებ შევიკრიბოდ, გავიაროთ ეს საკითხი, ერთხელ იყო მხოლოდ შეკრებვა ქუთაისის პარლამენტში 20 წუთით. მთავრობასთანაც გავლილი მაქვს ეს კანონპროექტი, ახლა პარლამენტის ჯერი იყო. პარლამენტმა უმრავლესობით სამწუხაროდ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის რომელმაც გაათვითცნობიარა ამ კანონპროექტის უპირატესობა. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ჩვენ გვყოფს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ამასთან, მან პარტია "სოციალ-დემოკრატების" რიგებიც დატოცა. კითხვაზე - ხომ არ აპირებს თავისი პარტიის ჩამოყალიბებას, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ არის. "არ არის ამ შემთხვევაში საუბარი პარტიის შექმნაზე. ვტოვებ პარტიას იმიტომ რომ მგონია, რომ უფრო მეტს გავაკეთებ ვიდრე პარტიის შიგნით", - დასძინა დეპუტატმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საპენსიო სისტემაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაზე თანხმობა 42-მა დეპუტატმა დააფიქსირა, 10 კი, წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)