|
2019-02-22 15:51:47, 1210 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საპენსიო სისტემაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაზე თანხმობა 42-მა დეპუტატმა დააფიქსირა, 10 კი, წინააღმდეგი იყო. ცნობისთვის, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერა, იგი მმართველ გუნდს დატოვებდა. ნაცვლიშვილის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობდა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ საპენსიო შენატანს თაობათა სოლიდარობის სქემაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)