|
2019-02-22 13:43:00, 1288 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ბესელიას წასვლა უნდა იყოს დამაფიქრებელი - „ოცნება“ ღირებულებებს დაშორდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას გამოეხმაურა. როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბესელიას წასვლა მმართველი გუნდისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს ერთად გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა ღირებულებებს“, - აღნიშნა ფოფხაძემ. რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა თავად მმართველი გუნდის დატოვებას, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს. „მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო განსაკუთრებული, გააზრებული და არგუმენტირებული ბრიფინგი, სადაც მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო ის თემები, რაც ბოლო პერიოდში და ცოტა უფრო ადრე ხდებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)