09:06 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 20:41:57, 1440 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია „სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმზე“ პარლამენტმა ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი არ დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16 კი წინააღმდეგი წავიდა.  

მანამდე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია "საქართველოს პარტიოტების" თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის" პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს, ახალი მუხლი დაემატება. 

ინაშვილის განმარტებით, ახალი მუხლი "ქართული ოცნების" იმ წევრების დასჯის მოთხოვნას ითვალისწინებს, რომლებმაც რეზოლუციის პირვანდელ სახეს მხარი არ დაუჭირეს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics