|
2019-02-21 17:48:01, 1327 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: კობახიძე კონსტიტუციას კი არა ზარდიაშვილსა და ჩინჩალაძეს იცავს
ენმ-ს წევრებიც კი ხვდებიან, რომ არ არის პოპულარული ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რასაც გუნდს ეძახდა. „დღეს ემოციურად დატვირთული ვარ, ისედაც იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე ვარ, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან სასურველია ამ დარბაზში და ეხლა შეიძლება საათებს ითვლის ამ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რომელსაც ვხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახი სამწუხაროდ. მაგრამ ის, ვინც ბრძოლის შედეგად მოვიდა და აქ არის, პატივსაცემი ხალხი, რომელმაც იცის რა არის ბრძოლა, იცის რა არის კონსტიტუცია, გრძნობს ხალხის ემოციას, იმას არ გაუჭირდება იმის გაგება, რაზე ვსაუბრობ. ნიკა მელია, სამადაშვილი, რატიანი, ჩემთვის ერთი მთლიანია, არც გაყოფილია და არც გამოყოფილია და ახლა ესენი დაუჭერენ თუ არა მხარს ჩემთვის ეს არ არის მთავარი, უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება იმიტომ, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან, რომ არ არის პოპულარული ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)