|
2019-02-20 19:37:24, 1253 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი გოცირიძეს - ოდესღაც მინისტრი მეც აღარ ვიქნები, თუმცა იმედია, ამას მე მოვინდომებ და არა პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოები
„იმედი მაქვს, რომ მეც შევიცვლები ოდესღაც და სულ არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს, რომელიც დაინტერესდა, რატომ შეიცვალა 6 წელიწადში ინფრასტრუქტურის 6 მინისტრი. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, თავად 6 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე დარჩენის სურვილი არ ექნებოდა. „ბატონი რომანის კითხვა არ მინდა დავტოვო უყურადღებოდ, 6 მინისტრი რატომ შეიცვალაო, არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ მეც შევიცვლები ოდესღაც და სულ არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე 6 წლის განმავლობაში სურვილი არ მექნებოდა ამ პოზიციაზე დარჩენის და ალბათ ოდესღაც დასვენებასაც დავიმსახურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თვითონ მოვინდომებ და არა გარე პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოები. მგონი არ მემუქრება ჯერჯერობით არცერთი. რაც შეეხება ქალბატონი თეას [წულუკიანი], ის არის ძალიან კარგი ჩვენი კოლეგა და ალბათ შეუცვლელი იუსტიციის მინისტრი“, - მიმართა ცქიტიშვილმა გოცირიძეს. მინისტრი ასევე დეპუტატის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უწყების მიერ დიდი თანხების ხარჯვის მიუხედავად, არაფერი კეთდება. „რაც შეეხება იმას რამე გაკეთდა თუ არაა, მოდით თბილისის გარეთ გავიდეთ, რადგანაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძირითადად რეგიონებში ახორციელებს ამ 9 მილიარდის პროექტებს. ყველაფერი ჩანს იმ რეგიონებში, სადაც ვაკეთებთ. ბევრი პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ, არ ვხსნით, იმიტომ რომ სოფლის გზის გახსნა ჩემთვის უხერხულია. პროპაგანდა აკლია ნამდვილად. მთავარია ჩემთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, ამ გზებით გადაადგილდებიან ისინი ამ პროექტებს დაინახავენ და იმედია ოდესმე თქვენც დაინახავთ“, - მიმართა მაია ცქიტიშვილმა რომან გოცირიძეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)